შეძლებენ თუ არა ვარსკვლავების შვილიშვილები ბებიების წარმატების გამეორებას? - როგორ გამოიყურებიან ყველასთვის ცნობილი ულამაზესი ქალების შთამომავლები

შეძლებენ თუ არა ვარსკვლავების შვილიშვილები ბებიების წარმატების გამეორებას? - როგორ გამოიყურებიან ყველასთვის ცნობილი ულამაზესი ქალების შთამომავლები
რამდენიმე ათეული წლის წინ ყველასთვის ცნობილი, სილამაზის სიმბოლოდ აღიარებული ქალები დღეს მივიწყებას მიეცნენ. ისინი ახალმა სახეებმა ჩაანაცვლეს. შეიცვალა სილამაზის სტანდარტებიცა და მიდგომებიც, თუმცა, როგორც ამბობენ, გენები არ იკარგება, მაგრამ საინტერესოა, გადასცემენ თუ არა ცნობილი ადამიანები თავიანთ ენერგიას, თავდადებას, შრომას, ნიჭს შთამომავლებს? რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურია, თუმცა იჩენს თუ არა გენები თავს შთამომავლობაში?

ფიზიონომისტმა ზოია ნიკიტენკოვამ გააანალიზა ცნობილი ბებიებისა და მათი შვილიშვილების ფოტოები. ექსპერტმა თქვა, შეიძლება თუ არა სოფია ევდოკიმენკო გახდეს უფრო პოპულარული, ვიდრე
სოფია როტარუ. და რა ხასიათის თვისებები აკლია ემა ფერერს, რომ უყვარდეთ ისე, როგორც მშვენიერი ოდრი ჰეპბერნი.

27 წლის ემა ფერერი ოდრი ჰეპბერნის უფროსი შვილიშვილია. 2014 წელს გამოჩნდა ამერიკული Harper's Bazaar-ის გარეკანზე, გავიდა ლანვინის შოუს პოდიუმზე და გააფორმა კონტრაქტი სამოდელო სააგენტო Storm-თან. ფერერს არ სურდა მოდელის კარიერის შექმნა, მაგრამ ის დარჩა მოდის სამყაროში - რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკში გაიმართა ემას პირველი ჩვენება. სხვათა შორის, ფერერის კინოდებიუტი 2018 წელსაც შედგა. გოგონა, ბებიის მსგავსად, UNICEF-ის ელჩია.

ოდრი ჰეპბერნი იყო ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებული იყო თავის უპირატესობაში. მსახიობს არ აინტერესებდა, ვინ და რას იფიქრებდა მასზე. მისი ნაზი, თუმცა მკაცრი ნაკვთები ხაზს უსვამდა მის თავდაჯერებულობას, სიმტკიცესა და სიჯიუტეს. ცხვირის წვერით თუ ვიმსჯელებთ, ოდრის წარმოუდგენელი ინტუიცია ჰქონდა. მსახიობი არ ცდილობდა ყველაფრის ერთდროულად სწავლას. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რაც მნიშვნელოვანია და არ ხარჯავდა ენერგიას მეორეხარისხოვან პრობლემებზე.

ოდრის შვილიშვილს, ემა ფერერს, სრულიად განსხვავებული პიროვნება აქვს, თუმცა მას ასევე აქვს უმაღლესი თავდაჯერებულობა და კრეატიულობა. ფერერის სახის ფორმა წაგრძელებული, უფრო ამოზნექილი, ვიდრე მისი ბებიისა, მოწმობს, რომ ჩვენ ვდგავართ ექსტროვერტის პირისპირ, ხოლო ცხვირის განიერი ხიდი ხაზს უსვამს, რომ მისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ემას ტუჩების ოდნავ მოხრილი შუახაზი კი მის გონიერებასა და გამჭრიახობაზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ის აბსოლუტურად განსხვავდება ბებიისგან, ემა ფერერი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი ღირსებით შემკული პიროვნებაა.



35 წლის შარლოტა კაზირაგი
, ალბათ, გრეის კელის ყველაზე პოპულარული შვილიშვილია. გოგონა მონაკოს ტახტის რიგში მერვეა. შარლოტა აქტიურად არის ჩართული სამთავროს ცხოვრებაში, არის რამდენიმე ორგანიზაციის მფარველი. მან მიიღო ფილოსოფიური განათლება, მუშაობდა ჟურნალისტად, იყო The Independent-ის, AnOther-ის ავტორი და ჟურნალ Above-ის რედაქტორი. შარლოტა თავის პუბლიკაციებს უძღვნიდა მოდის ინდუსტრიის გარემოზე ზემოქმედებას. უკვე რამდენიმე წელია, კასირაგი აწყობს „მონაკოს ფილოსოფიურ შეხვედრებს“, რომლებშიც ბევრი ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას.
გრეის კელი არის რკინის პერსონაჟი, რომელმაც იცოდა, როგორ ყოფილიყო დომინანტი. ამას მოწმობს მსახიობის სწორი, ღია შუბლი. მისი ნაკვთები მიუთითებს, რომ შეეძლო გაენადგურებინა მოწინააღმდეგე და საკუთარი მიზნისთვის ყველაფრის ფასად მიეღწია. თხელი ტუჩები მის პრაგმატიზმს ადასტურებს. გრეის კელის გამძლეობა და სიმშვიდე სულაც არ ახასიათებს მის შვილიშვილს. შარლოტა კაზირაგი, სავსე ტუჩებით თუ ვიმსჯელებთ, ემოციური გოგონაა. თუმცა შარლოტას ყველა წარმოუდგენელი ოცნება ახდება სწორი და დაძაბული ქვედა ქუთუთოების ხაზის წყალობით. წარბების ფორმა მიუთითებს გოგონას მაღალ ინტელექტზე, ვიწრო ნესტოები - მის იმპულსურობაზე.



46 წლის ნაომი უაილდინგი
ბებიის, ელიზაბეტ ტეილორის კვალს არ გაჰყვა. იგი მეუღლესთან ერთად, ენტონი კრენ ნაომი, მართავს Wilding Cran Gallery-ს. წყვილს ჰყავს ვაჟი, დეკლანი.
წაგრძელებული სახე და ოდნავ წვეტიანი ნიკაპი ახასიათებს როგორც ელიზაბეტ ტეილორს, ასევე ნაომი უაილდინგს, როგორც შემოქმედებით ქალებს, რომლებიც ისწრაფვიან დომინირებისა და დამოუკიდებლობისკენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნაომი უფრო თავისუფლად და მარტივად იღებს გადაწყვეტილებებს, არ ემორჩილება წესებს, რომლებიც ხელს უშლის თვითგამოხატვას. უაილდინგს ასევე აქვს უფრო მასიური და მძიმე ნიკაპი, რომელიც გაძლიერებულია. ის მზადაა დაიცვას თავისი პოზიცია კატეგორიულად და უკომპრომისოდ, რაც რადიკალურად განასხვავებს მას მსახიობისგან. ნაომი ასევე შეიძლება გახდეს ცნობილი მსახიობი, როგორც მისი ბებია. ქალები ერთმანეთისგან კიდევ ერთი მახასიათებლით განსხვავდებიან: ნაომის ტუჩები გაცილებით თხელია, ვიდრე ელიზაბეტის. უაილდინგი უბრალოდ არ აღიარებს გადაჭარბებულ რომანტიზმს, უსარგებლო გამოცდილებას და დრამას.



20 წლის სოფია ევდოკიმენკო
დროდადრო საზოგადოებას საკუთარ თავზე საუბრის მიზეზებს აძლევს. ბევრი დარწმუნებულია, რომ სოფია როტარუს შვილიშვილი შეძლებს ბებიასავით გაბრწყინებას. ევდოკიმენკო 14 წლის ასაკიდან იღებს მონაწილეობას გადაღებებსა და ჩვენებში. 2016 წელს სოფია მერსედეს-ბენც კიევის მოდის პრიზის ცერემონიალზე „საუკეთესო მოდელად“ აღიარეს. გოგონას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია მომავალი პროფესია, მაგრამ შესაძლებელია, ბებიის მსგავსად, მომღერალიც გახდეს, - ევდოკიმენკომ უკვე ჩაწერა რამდენიმე ტრეკი. სოფია როტარუს აქვს პრაგმატული ხასიათი, რაც დაეხმარა მას წარმატების მიღწევაში. ამაზე მიუთითებს სწორი, ვიწრო წარბები, თხელი ზედა ტუჩი და ცხვირის ხიდი. ყველა ეს გარეგანი ნიშანი ასახავს უკიდურესად დამოუკიდებელ პიროვნებას, თვითშეფასების ამაღლებული გრძნობით. ნაკლებად დამახასიათებელია ევდოკიმენკოსთვის პრაგმატიზმი და წინდახედულობა. ბებიასა და შვილიშვილს სახის სხვადასხვა ფორმა აქვთ. როტარუს სახე მრგვალია, ფართო ლოყებით, ევდოკიმენკოს სახე კი - წაგრძელებული. როგორც ბებიის, ისე შვილიშვილის ცხვირის წვერი მეტყველებს მათ დახვეწილ ინტუიციაზე, ნებისმიერი პროცესის დეტალებში ჩაძიების სურვილზე, მაგრამ ცხადია, ევდოკიმენკო დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ბებიის ფინანსური წარმატება გაიმეოროს. გოგოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დააფასებენ მას სხვები. თითქმის არცერთ ფოტოზე მოდელი არ იღიმება. სოფიას ტუჩები მუდამ დაჭიმული აქვს, მზერაში სიფხიზლეა, მოდუნებული არასდროს არის. შესაძლოა, ასაკთან ერთად გოგონამ თავდაჯერებულობა მოიპოვოს და შინაგანი თვითკონტროლიც შესუსტდეს. ევდოკიმენკო უფრო იმპულსური, ნაკლებად მომთმენი და ცივსისხლიანია, ვიდრე როტარუ. ამაზე მისი თმა მეტყველებს.


 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93