შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით, მათგან კი ყოველთვის დადებით შეფასებასა და კომპლიმენტებს იღებს.
როგორც აღმოჩნდა, შორენა ბეგაშვილის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა ფოტოებმა არაერთვაროვანი კომენტარები დაიმსახურა, რასაც თავად შორენაც გამოეხმაურა. „ქართველების კომენტარები“ - წერს ის და აქვეყნებს ფოტოს, სადაც მის გარეგნობას ქართველი გამომწერები აკრიტიკებენ, ხოლო მეორე ფოტოში „უცხოელების კომენტარები“ ის უცხოელი გამომწერების მიერ დაწერილ კომპლიმენტებსა და დადებით შეფასებებს აზიარებს.