2021 წლის ტოპ 5 ცნობილი წყვილი საქართველოში

2021 წლის ტოპ 5 ცნობილი წყვილი საქართველოში
მალე 2021 წელი დასრულდება და დროა, თქვენთვის კარგად ნაცნობი და ყველასთვის საყვარელი ტოპ-ების სიაც შევადგინოთ. წელს სოციალურ სამყაროში ბევრი ახალი ინფლუენსერი გამოჩნდა, ბევრი წყვილი პოპულარულიც გახდა და ქართულ "ინსტაგრმ" და "ფეისბუქ" სივრცეს კიდევ რამდენიმე მათგანი შეემატა. ნახეთ, 2021 წლის ტოპ 5 ცნობილი წყვილი საქართველოში

ირაკლი და ლიზა


სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობენ ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი რჩეული ლიზა ჩიჩუა. წყვილს ქართველი ხალხი გულშემატკივრობს და მათ საერთო ვიდეოებსა და ფოტოებს ათასობით თბილი კომენტარიც მოყვება ხოლმე. 


ლიზა ირაკლიზე
ასაკით უმცროსია, თუმცა სიყვარულს ასაკობრივი ბარიერი ხელს ვერ უშლის. გოგონა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და როგორც "ინსტაგრამიდან" ჩანს, ირაკლისთან დროს ხშირად ატარებს. 


"საოცარი წყვილი ხართ", "ბედნიერებას ასხივებთ" - უწერენ კომენტარებში ირაკლისა და ლიზას.

გიორგი და მარიტა


ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი 2021 წლის ცნობილი წყვილის ტიტულს არ ტოვებენ. უმშვენიერესი წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურად ჩანს, მარიტა ორსულად არის და ბავშვს უკვე მალე ელოდება.


გიორგისა და მარიტას წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.


"მარიტა რა საყვარელია, მოფერება რომ მოგინდება ისეთი" "რა ლამაზი წყვილი ხართ" - უწერენ მარიტასა და გიორგის სოციალურ ქსელში.

ბერა და ნანუკა


ბერა ივანიშვილისა და მოდელი ნანუკა გუდავაძის ულამაზეს წყვილს უკვე წლებია საუკეთესოდ ასახელებენ. ბერასა და ნანუკას ფოტოები და ვიდეოები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს.


წყვილი უკვე წელზე მეტია სამხრეთ კორეაში ცხოვრობს, ბერა, ნანუკა და პატარა ბერუკა იქ შესანიშნავ დროს ატარებენ და ქართველ ხალხს ახალი ფოტოებითა და ვიდეოებით ანებივრებენ.

რაც დრო გადის ნანუკასა და ბერას პოპულარობა იზრდება, ეს ორი ტოპ ხუთეულში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.

თოშა და ქეთი


მილიონერი თორნიკე ქებურია და მისი ულამაზესი მეუღლე ქეთი ჟღენტი ასევე პოპულალური და ცნობილი წყვილის ტიტულს იკავებს.

ქეთისა და თოშას ცხოვრებით ქართველი ხალხი მუდამ ინტერესდება და მათ საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელში თბილი გამოხმაურება მოსდევს ხოლმე.

ქეთი ორსულად არის და სულ მალე მესამე შვილის დედა გახდება. მოდელი შეუდარებელ ფორმაშია და ორსულობის ახალ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს ხოლმე. თოშა და ქეთი უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან, წყვილს გრანდიოზული ქორწილი ჰქონდა, რომლის შემდეგაც, წყვილი ქართველმა ხალხმა კიდევ უფრო უკეთ გაიცნო.

კახი და ანუკი



ხუთეულის ბოლო და ყველასთვის ცნობილი წყვილი. კახა კალაძე და დიზაინერი ანუკი არეშიძე საქართველოში ერთ-ერთი განხილვადი, პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი წყვილია. 

დიზაინერი თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს მუდამ აზიარებს და ქართველ თუ უცხოელ გამომწერებს თავის ცხოვრებაზე ხშირად ესაუბრება. ანუკისა და კახის წყვილი ჯერ კიდევ წლების წინ გახდა პოპულარული, მათი საერთო ფოტოები კი ყოველთვის თბილი კომენტარებით არის სავსე.



კახი და ანუკი ოთხი ბიჭის მშობლები არიან, წყვილი წლებიაა ქორწინებაში იმყოფება.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93