მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
ამჯერად ქეთა თოფურია შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერებს უზიარებს, თუ როგორ მორთო სახლი საახალწლოდ. როგორც აღმოჩნდა, მან წელს არჩევანი წითელ ფერზე გააკეთა და ნაძვის ხისა და დეკორაციების მთავარი ფერი სწორედ წითელია. როგორც ქეთამ ვიდეოს ბოლოს აღნიშნა, მას სახლის გაფორმებაში დიზაინერი დაეხმარა.