უკვე არაერთმა გამოცემამ დაწერა იმის შესახებ, რომ რიანა და მისი შეყვარებული როკი შვილს ელოდებიან. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ იყო და უამრავი ჭორიც გავრცელდა. ზოგიერთი გულშემატკივრის ცნობისმოყვარეობა კი ისეთი მაღალი იყო, რომ ამბის დაზუსტება პირდაპირ მომღერალთან გადაწყვიტა.
სოციალური ქსელის მომხმარებელმა, სახელად @mis.jae გამოაქვეყნა რიანასთან ბოლო მიმოწერის ფოტო. გოგონამ რიანას ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ბავშვის სქესის გაგების წვეულებაზე მისულიყო. რა უპასუხა ამაზე „ბედნიერმა დედამ“?
როგორც აღმოჩნდა, რიანას კარგი იუმორი აქვს და მან ხუმრობით არა მხოლოდ უსაყვედურა გულშემატკივარს „წინა 10 წვეულებაზე" არ ყოფნის გამო, არამედ გაამჟღავნა სიმართლეც, რომ ის, რეალურად, ორსულად არ არის.