ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი სამშაბათ ღამით "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" თამაშს დაესწრნენ. მედიის ყურადღება კი პაპარაცულმა ფოტოებმა მიიქცია, სადაც ჩანს, რომ თამაშის დროს წყვილი ერთმანეთს არ მოშორებია.
ლოპესმა ჯინსის ორეული და შავი ჩექმები მოირგო, ხოლო აფლეკმა - შავი ქურთუკი შავ ჯინსებთან და ჩექმებთან ერთად. მოსიყვარულე წყვილი არ ერიდება საზოგადოებაში საკუთარი გრძნობების გამოხატვას და შერიგების შემდეგ საჯარო სივრცეში ერთად ხშირად ჩნდება. „შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაზე ლამაზი გრძნობაა ჩემთვის“ - თქვა აფლეკმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
გამოცემები წერენ, რომ ბენ აფლეკმა ჯეი ლოს მატჩის ყურება არ აცადა, რადგან ის საყვარელ ქალს მთელი ამ ხნის მანძილზე ეხუტებოდა და კოცნიდა. წყვილის პაპარაცულ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრები საყვარელი ვარსკვლავების ქორწილს მოუთმენლად ელოდებიან.