მომღერალ ლოლა წერეთლისა და მისი მეუღლის, გიორგი წერეთლის ურთიერთობის დასრულებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკვე ერთი წელია, რაც ლოლა წერეთელი მოსკოვში ცხოვრობს. კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა: „შეყვარებული ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი რჩეული დედით სომეხია, მამით - ფრანგი. რობერტი ჰქვია და საკუთარი ბიზნესი აქვს, ავტოიმპორტიორია. განსხვავებით ჩემი ყოფილი მეუღლისგან, მე და რობერტი თანატოლები ვართ. ორ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით... ცოტა სომხური იცის. ყურსასმენებით ჩვენი საუბარი ჩვენთვის გასაგებ ენაზე ითარგმნება. რაც მთავარია, „მე შენ მიყვარხარ“ იცის რუსულადაც და სომხურადაც“ - თქვა ლოლა წერეთელმა ინტერვიუში.