ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ხშირად აზიარებენ ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია ახალი წლის დღეებს ერთად მხიარულად ატარებენ. მათ ცოტა ხნის წინ გამომწერებს სახალისო კადრები გაუზიარეს, ამჯერად კი ფოტოებს საახალწლო ფოტოსესიიდან აქვეყნებენ. „ეს იშვიათი სიყვარულია... გაუფრთხილდით ამ გრძნობას“, „ძალიან კარგები ხართ, უხდებით ერთმანეთს“, „მიხარია ასეთი ლამაზი წყვილის ყურება“ - წერენ კომენტარებში.