ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა. ტანმოვარჯიშე და „ქართული ოცნების" დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. ისინი ერთად ვარჯიშობენ და ხშირად დასასვენებლადაც ერთად დადიან, მათი ფოტოები კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ამჯერად ქეთი ხატიაშვილი რჩეულს დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს: „გილოცავ - 37“ - წერს ის "ინსტაგრამზე". დავით კაჭარავამ იუბილე საყვარელი ადამიანებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა, ქეთიმ კი მას სადღესასწაულო ტორტიც ჩააქრობინა. წყვილის ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში უამავი დადებითი შეფასება მოჰყვა.