იანვრის შუა რიცხვებში ინდოელი მსახიობი და მისი მეუღლე ნიკ ჯონასი მშობლები გახდნენ. როგორც წყვილმა განაცხადა, ამაში მათ სუროგატი დედა დაეხმარა. რატომ გააკეთეს მათ ეს არჩევანი?
ამ კვირის მთავარი ვარსკვლავური სიახლე პრიანკა ჩოპრას მოულოდნელი განცხადებაა, რომ ის დედა გახდა. New York Post-ის ცნობით, მსახიობს გოგონა შეეძინა. იგი დაიბადა სამხრეთ კალიფორნიის საავადმყოფოში. რატომ აირჩიეს 39 წლის მსახიობმა და მისმა 29 წლის მუსიკოსმა ქმარმა სუროგატი დედა ტრადიციული გზის ნაცვლად? მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი სამედიცინო მიზეზი, რის გამოც წყვილები ამ გზას ირჩევენ, ზოგიერთი წყაროს თანახმად, პრიანკამ და ნიკმა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო აირჩიეს ბავშვის გაჩენა სუროგატი დედის მეშვეობით - ისინი ხშირად ატარებენ დროს ერთმანეთისგან მოშორებით. სუროგაციაზე არჩევანის გაკეთების მიზეზი კი სწორედ ეს გახდა.
პრიანკა და ნიკი ნამდვილად არ არიან პირველი ცნობილი წყვილი, ვინც ამ გზით გააჩინა ბავშვი. კიმ კარდაშიანმა და კანიე "იე" უესტმა ოთხი შვილიდან ორი სუროგატი დედის მეშვეობით გააჩინეს. ასე მოიქცნენ სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი, ჯიმი ფელონი და ნენსი იუვონენ ფელონი, ტაირა ბენქსი, ნაომი კემპბელი და სხვები.