რას აკეთებს პიტი პარიზში? ტაბლოიდების თანახმად, ის იქ ჯენიფერ ენისტონთან ერთად გაფრინდა, რომელიც ფილმის "მკვლელობა იახტაზე" გაგრძელებაში იღებს მონაწილეობას.
ხოლო ანჯელინა ჯოლი რომში ზუსტად იმ მომენტში გაფრინდა, როდესაც ინტერნეტში ჯენიფერ ენისტონისა და ბრედ პიტის ერთობლივ მოგზაურობაზე დაიწყეს საუბარი. პაპარაცებმა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი იტალიის დედაქალაქის ქუჩებში გამოიჭირეს, სადაც ის ახალი ფილმის გადასაღები მოედნის დასათვალიერებლად ჩავიდა.
მედიაში გავრცელდა ორი ფოტო, რომლებიც სხვადასხვა დღეს და სხვადასხვა ქვეყანაშია გადაღებული, თუმცა ანჯელინას ერთი და იმავე სტილის ტანსაცმელი აცვია. ფსიქოლოგების დასკვნით, ასეთი ქცევა დეპრესიასა და სტრესზე მიუთითებს.
პარალელურად, ხმები ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის შერიგების შესახებ მაშინ გაჩნდა, როდესაც ისინი SAG-ის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.
მართალია, ამ დაჯილდოებიდან უკვე ორი წელი გავიდა, ენისტონსა და პიტს კი ჭორებზე პასუხი არ გაუციათ, თუმცა გულშემატკივრები გამუდმებით საუბრობენ მათ შერიგებაზე და ამ საკითხს სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველდღიურად განიხილავენ.
რატომ გადაიფიქრა ანჯელინა ჯოლის შვილმა სქესის შეცვლა - დედის კაბა და პირველი მაკიაჟი
„ბრედ პიტთან ქორწინების დროს მე და ჩემი ოჯახი თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობდით“ - ანჯელინა ჯოლის ბრალდებები ყოფილი ქმრის მიმართ
ანჯელინას და ბრედის 14 წლის ქალიშვილმა შაილომ მამის გვარზე უარი თქვა