ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მესამე შვილს ელოდება. "რამდენიმე კილოგრამი დავიკელი, რომ მაუიზე წავსულიყავი, ჩემმა ქმარმა კი მითრა, რომ ორსულად ვარ და საკვები უნდა მივიღო... გავიკეთე ორსულობის ტესტი და... ორსულად ვარ!" - წერს ის.
ბრიტნი სპირსმა მშობიარობისშემდგომ დეპრესიაზეც ისაუბრა: "როცა ორსულად ვიყავი, მქონდა დეპრესია და ეს აბსოლუტური საშინელება იყო. მაშინ ქალები ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ. მადლობა ღმერთს, ახლა შეგვიძლია არ შევინახოთ ეს მდგომარეობა საიდუმლოდ და ამაზე სხვებსაც მოვუყვეთ" - დაწერა ბრიტნი სპირსმა.
2016 წლიდან ბრიტნი სპირსი ახალგაზრდა ფიტნესინსტრუქტორს, 27 წლის სემ ასგარის ხვდება. მათი ურთიერთობა დღემდე გრძელდება და სემი ბრიტნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ისინი სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნენ და გულშემატკივრებს ფოტოებიც გაუზიარეს.
სემ ასგარი ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში ორი წარუმატებელი ქორწინებისა და ჯასტინ ტიმბერლეიკთან სკანდალური განშორების შემდეგ გამოჩნდა. ის ირანში დაიბადა და 12 წლამდე თეირანში იზრდებოდა. შემდეგ კი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა მამასთან, რომელიც იქ სამუშაოდ იყო წასული. მისი დედა, ფატიმა და დები - მადი, ელი და ფეი, ირანში დარჩნენ.
„ვიცოდი, რომ უნდა დამეტოვებინა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები, ოჯახი, მეგობრები და ისიც ვიცოდი, რომ ირანში აღარასდროს დავბრუნდებოდი“ - ამბობდა ასგარი ერთ-ერთ ინტერვიუში. სწორედ შტატებში ცხოვრებისას დაიწყო მან საკუთარი კარიერის შექმნა და სპორტის მიმართ დიდი სიყვარულის გამო ფიტნესინსტრუქტორი გახდა.
ბრიტნი სპირსი ასგარიმ სამუშაო გარემოში, ერთ-ერთი მუსიკალური კლიპის გადაღებისას გაიცნო. მათ ისაუბრეს, ნომრები გაცვალეს და მალევე შეხვედრაც დაიწყეს. მათ ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.
ბრიტნი ამბობდა, რომ მას ძალიან უნდა დაქორწინება და კიდევ ერთი შვილის გაჩენა, თუმცა ამის უფლება არ აქვს. როგორც ცნობილია, იმ პერიოდში, როცა ბრიტნი მამის, ჯეიმი სპირსის მეურვეობის ქვეშ იყო, მას მამა შვილის ყოლას უკრძალავდა და მხოლოდ კარიერაზე ფოკუსირების საშუალებას აძლევდა. მას შემდეგ კი, რაც ბრიტნიმ მამის მეურვეობისგან სასამართლოს ძალით თავის დაღწევა მოახერხა, მან დიდი ხნის სურვილი აისრულა და ის მესამე შვილის დედა გახდება.