ნუცა ბუზალაძემ დუბაიში სახლიც მოაწყო და უკვე კონცერტებზეც საკმაოდ ხშირად გამოდის. მის გულშემატკივრებს აქამდეც ჰქონდათ ეჭვი, რომ მომღერალი საცხოვრებლად დუბაიში გადასვლას აპირებდა, თუმცა ამჯერად ჭორები თავად დაადასტურა.
როგორც ცნობილია, ის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას აღარ აპირებს და თავის მუსიკალურ კარიერასაც სწორედ დუბაის დაუკავშირებს, სადაც უკვე მოახერხა გლამულური და ყველა გოგოსთვის სასურველი ცხოვრების შექმნა.
ცოტა ხნის წინ ნუცამ დუბაიში ცხოვრების შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა:
„არ მომწონს სიტუაცია, რაც დუბაიშია. გოგონები ჩამოდიან, ყველა ჩამოდის იმისთვის, რომ ვიღაც გაიცნოს. მე მიყვარს, როცა კაცები პატივს სცემენ ქალს. ძველებური მენტალიტეტი მაქვს. ახლა სულ სხვანაირადაა. გოგონა რომ აქტიურია, ეს არ მომწონს. დუბაიში კი, ძირითადად, ასე ხდება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ზედმეტად არ გავიპრანჭო. ვიცი, რა არის ჩემი მიზანი და რა არის ჩემი საქმე, უნდა ვიმღერო და ამით შემოვიფარგლები“, - თქვა ნუცამ.
„ვაპირებ, აქ დედაჩემიც ჩამოვიყვანო, მაგრამ ჯერ არა... მარტო ყოფნა მომწონს“ - ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა
„დილის რუტინა და ჩემი ახალი სახლი დუბაიში“ - როგორ ცხოვრობს ნუცა ბუზალაძე (ვიდეო)
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>