მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ბაბი შეცვლილ იმიჯსა და სილამაზის რჩევებს თავის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ მან ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუს დროს საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა.
„ცხოვრების ამ ეტაპზე რომ ვთქვა, პირად ცხოვრებაში რამე ხდება-მეთქი, მოგატყუებთ. როცა რაღაც ხდებოდა, დიდად არც მაშინ გამოვირჩეოდი საჯაროობით. პირადი ცხოვრება დახურული მაქვს და ძალიან ცოტა მეგობარმა იცოდა იმის შესახებ, რომ შეყვარებული ვიყავი. ერთი წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, შეყვარებული ვარ-მეთქი. ვინაობა არ მითქვამს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მალე დავშორდით. ჩემი გამომწერებისთვის პირადი თემა დახურული მაქვს. იმიტომ არა, რომ რაღაცებს ვმალავ, იმიტომ, რომ ვთვლი, პირადი სივრცე პირადია", - თქვა ბაბიმ.
„როგორ გიხდება, საოცრად ელეგანტური ხარ“ - ბაბი კირკიტაძე შეცვლილი იმიჯით პირველ ფოტოებს აქვეყნებს
"რა ლამაზი გოგო ყოფილა..." - ბაბი კირკიტაძის უცნობი ფოტოები