წლის დასაწყისში მეგან ფოქსმა საკუთარ "ინსტაგრამზე" ნიშნობის ვიდეო გააზიარა. ცერემონია 11 იანვარს შედგა. „ჩვენ ერთად გავიარეთ რთული გზა, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი მან ცოლობა მთხოვა. და მე ვთქვი „კი“ - წერდა ის.
წყვილის ურთიერთობა სავსეა რომანტიკითა და ვნებით. ურთიერთობის გასაჯაროების შემდეგ მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly ტაბლოიდების ფავორიტებად იქცნენ.
ცოტა ხნის წინ, Billboard music awards-ზე, Machine Gun Kelly-მ შეასრულა თავისი ახალი სიმღერა და თქვა, რომ ის მისი მომავალი მეუღლისა და ჯერ არდაბადებული შვილისთვის დაწერა, დარბაზში კი ბავშვის გულის ცემის ხმა გაისმა. როგორც ჩანს, წყვილი პირველ შვილს ელოდება.
ჭორები გაამყარა იმანაც, რომ მეგანმა დაჯილდოების ცერემონიაზე ალკოჰოლური სასმლისგან თავის შეკავება ამჯობინა, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის ყოველთვის სვამს მცირე რაოდენობით მაინც.
„ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი და რომანტიკული ცერემონია“ - მეგან ფოქსი დაინიშნა
„თუ ეს ორი დაშორდება, დავიჯერებ, რომ სიყვარული არ არსებობს“ - ჰოლივუდის ყველაზე სკანდალური და ელეგანტური წყვილების სია, რომლებზეც მთელი ამერიკა საუბრობს
მეგან ფოქსის გამჭვირვალე კაბა და მისი რჩეულის ფიზიკური დაპირისპირება MMA ვარსკვლავთან - რა მოხდა VMA-ის წითელ ხალიჩაზე