ქეითი ამჟამად
თვითმხილველების თქმით, ჯონი და ქეითი გამუდმებით ჩხუბობდნენ, თუმცა ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინათ. დაშორების შემდეგ ჯონიმ მიზეზად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი დაასახელა, წლების შემდეგ კი ქეითმა აღიარა, რომ დაშორების გამო წლების განმავლობაში იტანჯებოდა.
ქეითი და ჯონი ერთმანეთს ნიუ-იორკში, 1994 წელს შეხვდნენ. ამ დროს დეპი ახალი დაშორებული იყო 20 წლის ვაინონა რაიდერთან, რომელსაც ჯონი დღემდე თავისი სიცოცხლის ყველაზე დიდ სიყვარულს უწოდებს.
„დასაწყისიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით“ - ამბობდა ქეითი ჯონისთან ურთიერთობის შესახებ.
როდესაც მოსი 21 წლის გახდა, დეპმა მას უზარმაზარი დაბადების დღე გადაუხადა, რომელიც დაახლოებით 9 მილიონი დოლარი დაუჯდა.
წყვილის დაშორების უმთავრესი მიზეზი ჯონი დეპის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება იყო. ცნობილია, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო მას არაერთხელ შეექმნა უსიამოვნებები კანონთან.
ქეითი პირადი ცხოვრების პაპარაცებისგან დამალვას საკმაოდ კარგად ახერხებს და ამბობს, რომ სძულს ინტერვიუები, თუმცა ჯონიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მოსთან ურთიერთობამდე ქალისადმი ასეთი ემოციური არასდროს ყოფილა და ნანობს, რომ ვერ ხედავდა, რამდენი შესაძლებლობა ჰქონდა მათ ურთიერთობას.

7 ვარსკვლავური წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელთა შესახებაც შესაძლოა არასდროს გსმენიათ
10 ქალი ჰოლივუდიდან, რომლებიც ემბერ ჰერდის ნაცვლად ჯონი დეპს უჭერენ მხარს
მოვიდა დრო, რომ ემბერ ჰერდს დავუჯეროთ! - ჯონი დეპისა და მისი ყოფილი ცოლის სასამართლოს დეტალები