მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო ნეკა დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.
როგორც ნეკამ საკუთარ სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, ყოფილ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მან ახალი ურთიერთობა დაიწყო და თავს ბედნიერად გრძნობს. ამჯერად კი შეყვარებულთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო „ინსტაგრამსთორიში“ გამოაქვეყნა.
„როდესაც კაცს ისე უყვარხარ, როგორც მას - მე“, - წერს მოდელი.
„ჩემი სიყვარული“ - ნეკა დოროყაშვილი რჩეულთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს
„მე და ჩემი სიყვარული ხშირად ვვახშმობთ ერთად; მე მას ზოგჯერ ვაბრაზებ, მაგრამ ის ჩემზე ყურებამდეა შეყვარებული... ძლიერ ქალს ძლიერი კაცი სჭირდება გვერდით და არა სუსტი, ყალბი ბიჭი...“ - ნეკა დოროყაშვილი საყვარელ მამაკაცზე წერს
„ნიკამ არაერთხელ მიღალატა სხვადასხვა ქალთან... ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, შენი ქმარი სხვა ქალთან წევსო... შოკში ვიყავი, როცა ფოტოები ვიპოვე და გავიგე, რომ ის გოგო ქართველი იყო...“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაზე