მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ახალ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს. მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც მამის კვალს მიჰყვება.
„ფორტუნასთან“ საუბრისას მანიკამ მისი და ბექას ოჯახური თანაცხოვრების დეტალები გაგვიზიარა:
„მეცამეტე წელია დაქორწინებულები ვართ. ჩვენი ოჯახი დგას, პირველ რიგში, გრძნობაზე, ურთიერთპატივისცემაზე. მთავარი პრობლემების მომგვარებელი წყვილს შორის არის კომუნიკაცია. პრობლემა ყველა ოჯახშია. არ მჯერა წყვილების, რომლებიც ამბობენ, რომ არ უკამათიათ. მაშინ ზღაპარში ცხოვრობენ. ჩემი აზრით, თანაცხოვრებას საინტერესოსაც ხდის ჩავარდნები, ერთად რაღაცების გადალახვა, პრობლემების ერთად მოგვარება. ამისი საწყისი ბერკეტი არის კომუნიკაცია, საკითხზე საუბარი და მის მოგვარებაზე. სირაქლემას პოზაში თუ დავდგები, პრობლემა უფრო გაღრმავდება. მე და ბექა ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ბევრი ჩავარდნაც გვქონია, გავიარეთ აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, 13 წელია ერთად ვართ და გაგვივლია ქარცეცხლში, მაგრამ ეს უფრო მყარ და სტაბილურ ურთიერთობას ქმნის.
მისი კომპლიმენტებით ვიკვებები, არ შემიძლია ამის გარეშე. ტრაფარეტული და ძალით ნათქვამი არ მომწონს. თუ ბუნებრივად მეუბნება ადამიანი, ძალიან მსიამოვნებს. პროფესიული კუთხით უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ვიზუალზე. რასაც ვაკეთებ, ის რომ მიფასდება, უფრო ძვირფასი მგონია, ვიდრე გარეგნობაზე აქცენტი, თორემ ბექა მაშინ მეუბნება ხოლმე კომპლიმენტებს, ყველაზე ცუდ ფორმაში რომ მგონია თავი. ამიტომ ეს მისგან არ მაკლია… თუკი მწვრთნელი მაქებს, რომ კარგად ვვარჯიშობ, ძალიან მომწონს. ასევე, თუკი ვინმე აღნიშნავს, რომ კარგი მძღოლი ვარ.“ - თქვა მოდელმა.
„აქ 16 წლის ვარ...“ - როგორ გამოიყურებოდა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტელესახე თინეიჯერობისას - მანიკა ასათიანი ძველ ფოტოებს აქვეყნებს
„სასიამოვნოა, როცა გვერდით ისეთი მეუღლე გყავს... მე და მანიკა ბევრ რამეში ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ერთმანეთს პატივს ვცემთ, უფროს-უმცროსის ადგილი ვიცით“ - ბექა წივწივაძე
„ოსპი ტარხუნით“ - მანიკა ასათიანი გამომწერებს ახალ რეცეპტს უზიარებს