ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე განქორწინების ზღვარზე არიან. როგორც რუსული და უკრაინული მედია წერს, წყვილს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძეს არასოდეს უსაუბრია ომზე, მისი მეუღლე ვერა ბრეჟნევა კი დღემდე აქტიურად არის ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში. ის რამდენჯერმე ნახეს, როგორ მუშაობდა დევნილთა ბანაკებში, მათ შორის, სატვირთოდან ჰუმანიტარული ტვირთის გადმოტანაშიც კი მონაწილეობდა.
რუსული მედია ვარაუდობს, რომ კონსტანტინე მელაძის პოზიცია იმით არის განპირობებული, რომ მას არ სურს რუსეთში წარმატებული ბიზნესი დაკარგოს. და სწორედ ამ პოზიციამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს წყვილის თანაცხოვრებაზე.
შეგახსენებთ, რომ ვერა ბრეჟნევამ და კონსტანტინე მელაძემ ოფიციალურად 2015 წელს მოაწერეს ხელი. საქორწინო ცერემონიალი იტალიაში გაიმართა. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს, მაგრამ ბრეჟნევას ხშირად უთქვამს, რომ ოცნებობს კონსტანტინესთან ვაჟის ყოლაზე.
ძმები მელაძეები წლებია რუსეთში ცხოვრობენ. მათი ბიზნესი და ქონება რამდენიმე მილიონად არის შეფასებული. ძმისგან განსხვავებით, ვალერი მელაძემ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი დაგმო და ამის გამო რუსეთში ვარსკვლავი დაბლოკეს...გაგრძელება