მომღერალი ლიზა ყენია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერლის თამამი ფოტოები კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ამჯერად ლიზა ყენია ფოტოებსა და ვიდეოებს ნიუ-იორკიდან აქვეყნებს. მომღერალი აშშ-ში რჩეულთან, გიორგი რაზმაძესთან გაემგზავრა და მასთან ერთად გადაღებული რომანტიკული კადრებიც გამოაქვეყნა.