რამდენიმე დღის წინ თბილისში ახალი სპორტის სასახლე საზეიმოდ გაიხსნა. გახსნას თან ახლდა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა, ლელა წურწუმიამ, ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთათელაძემ და სხვებმა მიიღეს. მაყურებელს უკრაინელი ვარსკვლავისთვის, ოლია პოლიაკოვასთვის მოსმენის შესაძლებლობაც მიეცა.
საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის კი იყვნენ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია. წყვილმა, როგორც ყოველთვის, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.