კულტურა და სპორტი - ეს ის ორი მიმართულებაა, რომლებსაც The Diary აქტიურად აშუქებს. ცოტა ხნის წინ კი პარტნიორების სიას საერთაშორისო გამოცემა - Rugby World დაემატა, რომელიც უკვე საქართველოშიც გამოიცემა. The Diary-ს ღონისძიებას საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებიც ეწვივნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ ქეთი ხატიაშვილი და მისი მეუღლე - დავით კაჭარავაც, რომელიც ცნობილი მორაგბე და ახლა უკვე პოლიტიკოსია. კაჭარავა პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის სტატუსით გამოჩნდა.
კაჭარავას და ხატიაშვილის ფოტოები გამოცემამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.