სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელი ბრიტნი სპირსისა და სემ ასგარის ქორწილმა მოიცვა. წყვილი ერთმანეთს 5 წლის განმავლობაში ხვდებოდა. მომღერლისთვის ეს მესამე ქორწინებაა.
როგორც ცნობილია, სემ ასგარიმ საქორწინო კოტრაქტი მოითხოვა გარანტიით, რომ განქორწინების შემთხვევაში ის ბრიტნისგან კონკრეტულ თანხას მიიღებს. კონტრაქტით ბრიტნი ასგარს ერთად გატარებული თითოეული წლისთვის 5 მილიონ დოლარს გადაუხდის. თუკი წყვილს შვილები ეყოლება, ისინი მამასთან დარჩებიან.
ამჟამად ბრიტნი სპირსის ქონება 60 მილიონ დოლარს შეადგენს.