მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილ მეუღლესა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრა. სოციალურ ქსელში ნინუცას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
სულ ცოტა ხნის წინ ნინუცა მაყაშვილმა რჩეულთან ერთად გადაღებული რომანტიკული ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, სასიამოვნო სიახლემ ნინუცას მეგობრები და გულშემატკივრები ძალიან გაახარა და წყვილმა უამრავი კეთილი სურვილი დაიმსახურა.
„რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სამყარო ამოტრიალდა. ამ ადამიანის გამოჩენამდე ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონდა, მით უმეტეს, სერიოზულის. მაგრამ ედუს შემთხვევაში იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. ორი იდეალური ნაწილი რომ შეხვდება ერთმანეთს და იდეალურად ეწყობა, ზუსტად ეს შემთხვევაა, გაგვიმართლა ორივეს. ამ ადამიანის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან პირადი არის პირადი. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია და არ მინდა მათი უაზრო კომენტარების კითხვა. ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. ერთს ვიტყვი: ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. ამიტომ, რასაც ვთვლი საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, იმას ვიტყვი, მეტს არაფერს…“ - ამბობს ის „თბილისელებთან“ საუბრისას.