მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ხალხისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პერსონაა. რუსკას კარიერული თუ პირადი ცხოვრებით მისი გულშემატკივრები ძალიან არიან დაინტერესებულები. მსახიობს მეუღლე, სანდრო ნიჟარაძე და 2 შვილი - კატო და ილია ჰყავს. ამასთან, უკვე რამდენიმე თვეა, რაც საკუთარი გადაცემის, „ურუსკესის“ წამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ.
ამჯერად რუსკა სწორედ კარიერასა და ოჯახზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან უნდა, მეუღლე მის გადაცემას ესტუმროს, თუმცა ჯერჯერობით სანდრო უარზეა.
„ბევრ შოუში ვყოფილვარ, მაგრამ ეს ჩემია და ძალიან კომფორტულად, კარგად ვგრძნობ თავს. ეს შოუ მაძლევს საშუალებას, პიროვნულად რაც ვარ, ის თვისებები წარმოვაჩინო. მაქვს შიშები, რადგან მინდა, რომ ყოველთვის მოსწონდეს მაყურებელს ჩემი შოუ. შიშებისგან და ნერვიულობისგან ვერ გავთავისუფლდები, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჯერჯერობით სანდრო არ მთანხმდება გადაცემაში სტუმრობაზე, მაგრამ მე არ ვყრი ფარ-ხმალს და იმედი მაქვს, რომ აზრს შევაცვლევინებ, ამაზე სერიოზულად ვმუშაობ. კარგ მუხტზე ვარ ცხოვრებაში და იმედია, ასე დიდხანს გაგრძელდება. მივხვდი, რომ რა ემოციასაც გასცემ სამყაროში, იგივე ემოციები გიბრუნდება უკან. ამიტომ უნდა გავცეთ კარგი ემოციები, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც იყოს კარგი ეტაპი“ - ამბობს რუსკა.
"ძალიან რთულია ამ დროს ქალად ყოფნა, რადგან საერთოდ ვერავინ ვერ გიგებს... ძალიან ცუდად ვიყავი და ექიმის ჩარევა დამჭირდა" - რუსკა მაყაშვილი
/„რა საოცარი ბავშვია, ყველასგან განსხვავებული“ - ნინუცა მაყაშვილი დისშვილის, უსაყვარლესი კატოს ფოტოებს აქვეყნებს