მომღერალ შაკირასთან სკანდალური დაშორების შემდეგ ჟერარდ პიკე სტოკჰოლმში, ახალ შეყვარებულთან ერთად შენიშნეს. წყვილი სტოკჰოლმის ერთ-ერთ რესტორანში ვახშამზე იმყოფებოდა.
პიკე შვედეთის დედაქალაქში გასულ კვირას, სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა. ფეხბურთელის და „იდუმალი გოგონას“ ფოტო რესტორნის მფლობელმა კეტრინ ჟიტომირსკამ გამოაქვეყნა.
პიკემ და შაკირამ დაშორების შესახებ თვის დასაწყისში განაცხადეს. მიზეზი ღალატი გახდა. ისინი 2011 წლიდან ერთად იყვნენ და 2 შვილი ჰყავთ.