რამდენიმე წლის წინ მსახიობ გიორგი ყიფშიძის ცხოვრებაში მასზე 20 წლით უმცროსი ენი გასიევას გამოჩენას დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა მოჰყვა. დღეს ენის და გიორგის ორი საერთო შვილი, კოსმო და ლუნა ჰყავთ. წყვილმა ერთმანეთის გაცნობის ისტორია ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ კიდევ ერთხელ გაიხსენა:
“ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს წვეულება სახლში. იქ მოვიდა, იქ გავიცანი. მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის იყო. მერე მომწერა და სპექტაკლზე დამპატიჟა. ერთხელაც მივედი. დედაჩემი იყო უცხოეთში წასული და რაც გავიცანი, სულ ჩემთან რჩებოდა. ეს იყო მაგიური ენერგიის კავშირი. ყველა ადამიანს აქვს ენერგია, რომელიც გამოდის ადამიანიდან და ეს ენერგიები დაუკავშირდა ჰარმონიულად. უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ და უკვე ორი შვილი მოვასწარით. ნატალია ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. მე და კრისწი ვმეგობრობთ. ანისთან ვერ ვმეგობრობ, ალექსანდრესთან არ გამოდის, თვითონ დისტანციით არის ჩემ მიმართ. ძალიან მინდა კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ალექსანდრე, იცოდე, რომ ძალიან მომწონხარ და პატივს გცემ”, - ამბობს ენი.
ენიმ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ მამამისი ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტას აიძულებდა:
“მამაჩემს ძალიან ეშინოდა, არ იცნობდა გიორგის. იფიქრა, რომ უბრალოდ კაცია, რომელიც გაერთო ჩემთან და არ უნდოდა, რომ მარტოხელა დედა დავრჩენილიყავი. იმდენად განიცდიდა, რომ ერთი თვე დაკარგული იყო მამაჩემი, აღარ გელაპარაკები და ვწყვეტ შენთან ურთიერთობასო. ერთი თვის მერე დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ შენი ორსულობით და არასწორი ვიყავიო” – იხსენებს ის.
„ამ დროს უკვე სამი თვის ორსული ვიყავი…მამამ რომ გაიგო ჩემი ამბავი, ერთი თვე არ მელაპარაკებოდა. ახლა კი, გიორგი ძალიან უყვარს...“ - გიორგი ყიფშიძისა და ენი გასოევის ოჯახური იდილია
"ზურამ მითხრა, კარგია კულინარიულ პროექტში მონაწილეობა, მაგრამ შენ "მაკიაჟის ამბებში" უფრო გხედავ, შენი სახე ძალიან მომწონსო..." - როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები ენი გასიევას ტელეეკრანზე გამოჩენას
„გიორგი უვლის ბავშვებს, სახლს, სარეცხს, ენი კი მათ კვებასა და დაძინებაზეა პასუხისმგებელი“ - გიორგი ყიფშიძე და ენი გასიევა ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობენ