ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი უკვე 3 კვირაა ოფიციალურად დაქორწინებულები არიან. სემმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში სწორედ ბრიტნისთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მასზე დაქორწინება მისთვის ზღაპარში ცხოვრებას ჰგავს.
„ძალიან სასიამოვნოა, კარგი გამოცდილებაა ჩემთვის. ორივეს გვჭირდება რაღაც საკითხებზე მუშაობა, მაგრამ ჩვენი ქორწინება ნამდვილ ზღაპარს ჰგავს“, - აღნიშნა მან.
წყვილი პირველად ერთად 2016 წელს გამოჩნდა, როდესაც ბრიტნი ახალ სიმღერას წერდა. ისინი თითქმის 5 წელი იყვნენ ერთად, თუმცა ქორწინება რამდენიმე თვის წინ გადაწყდა. ამ პერიოდში მათ უამრავი რამ გადაიტანეს, ბრიტნი ფეხმძიმედაც კი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ბავშვი მალევე დაკარგა.
ბრიტნი სემს ერთად გატარებული თითოეული წლისთვის 5 მილიონ დოლარს გადაუხდის… თუკი წყვილს შვილები ეყოლება, ისინი მამასთან დარჩებიან - ბრიტნი სპირსისა და სემ ასგარის უცნაური საქორწინო კონტრაქტი
სკანდალი ცნობილი მომღერლის ქორწილში - რატომ სცადა ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლა მისმა ყოფილმა ქმარმა