ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დაუბრუნდა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. ნიკას თან ახლდა მისი მეგობარი გოგონა, შარლოტა ელენაც, რომელმაც რჩეულის ფოტო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
შარლოტა და ნიკა უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან. შარლოტა საქართველოში რამდენჯერმეა ნამყოფი, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს წყვილი ტურნირებზე და მოგზაურობაში ატარებს.