„ბრედმა ანჯელინასთან რომანი მაშინ გააბა, როცა ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული...“ - ჰოლივუდის ვარსკვლავები და მათი სასიყვარულო ისტორიები

„ბრედმა ანჯელინასთან რომანი მაშინ გააბა, როცა ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული...“ - ჰოლივუდის ვარსკვლავები და მათი სასიყვარულო ისტორიები
ჩვენს საყვარელ ვარსკვლავებს და მათ პარტნიორებს ხშირად ძალიან საჯარო და საინტერესო პირადი ცხოვრება აქვთ. ზოგიერთი მათგანი ერთმანეთის გაცნობისა და ურთიერთობის შესახებ ღიად საუბრობს ხოლმე, ზოგს კი ასეთი დეტალების ჩრდილში დატოვება ურჩევნია.

ტომ ბრედი და ჟიზელ ბუნდჰენი ერთმანეთს 2006 წელს „ბრმა პაემანზე“ შეხვდნენ. ტომის მეგობარმა ის ლამაზი და ჭკვიანი გოგონას გასაცნობად წაიყვანა, რომელიც სუპერმოდელი ჟიზელი აღმოჩნდა. წყვილი უკვე წლებია ერთადაა და მათ 2 შვილი, ვივიენი და ბენჟამინი ჰყავთ.



ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის შეხვედრა საკმაოდ სკანდალურია.
მსახიობების რომანი „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებზე დაიწყო, ამ დროს კი ბრედი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯენიფერ ენისტონთან. ამჟამად ჯოლის და პიტს 6 შვილი ჰყავთ, თუმცა ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ.



ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ერთმანეთს „პერლ ჰარბორში“ შეხვდნენ და მათ შორის გრძნობა მალევე გაჩნდა. წყვილს 3 შვილი ჰყავს, თუმცა დაშორება მალევე, 2017 წელს გადაწყვიტეს და ამჟამად აფლეკი ჯენიფერ ლოპესის ოფიციალური საქმროა.



უილ სმიტი ჯადა სმიტს მაშინ შეხვდა, როდესაც ის მხოლოდ 19 წლის იყო. შეხვედრის შემდეგ წყვილი წლების განმავლობაში მეგობრულ ურთიერთობას იჭერდა, თუმცა ახლა დაქორწინებულები არიან და თავს საკმაოდ ბედნიერადაც გრძნობენ.



ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ თეროქსი 2007 წელს, ფილმის გადაღებებზე შეხვდნენ. მოგვიანებით ენისტონი იხსენებდა, რომ თავიდან ჯასტინი სერიული მკვლელი ეგონა, რადგან მსახიობის ხასიათი რთული და მძიმე ეჩვენა.



ნახეთ 10 წყვილი „მეთ გალას“ ისტორიიდან, რომლებმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურეს

7 ვარსკვლავური წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელთა შესახებაც შესაძლოა არასდროს გსმენიათ

ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე კაშკაშა TOP 10 წყვილი





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93