"ვიღაცამ რომ მომწეროს და მითხრას, ბენს საყვარელი ჰყავსო, გავსკდები სიცილით" - ნუკი კოშკელიშვილმა ქმართან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა

"ვიღაცამ რომ მომწეროს და მითხრას, ბენს საყვარელი ჰყავსო, გავსკდები სიცილით" - ნუკი კოშკელიშვილმა ქმართან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა
ნუკი კოშკელიშვილი რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი იყო და მისი და ბენის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:

„მე და ბენს ძალიან გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი. აგერ, უკვე 9 წელია, ერთად ვართ. წარმოუდგენელია ეს ამბავი, რომ მას ვინმე შეიძლება ჰყავდეს. ვიღაცამ რომ მომწეროს და მითხრას, ბენს საყვარელი ჰყავსო, გავსკდები სიცილით. მე, ზოგადად, ურთიერთობაში მსუბუქი ვარ, ბენი ურთულესი კაცია“, - თქვა მან.

ნუკიმ ასევე აღნიშნა ისიც, რომ ამერიკაში საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ცხოვრობს და ყოველთვის დაძაბულია. ამიტომ საქართველოში საცხოვრებლად
სიამოვნებით დაბრუნდებოდა:

„ახლა ძალიან მიჩაჩანაკებული ვარ, თორემ გამოვიდოდი „მის ამერიკის“ კონკურსზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იქაურ წრეს. ბენს აქ ძალიან მოსწონს და ჩვენი ოჯახი ქართულს უფრო ჰგავს. ქართულ კერძებსაც კარგად ართმევს თავს. ჩუსტი თუ გადატრიალდა, ამბობს, ვინმე ავად არ გახდესო და ა.შ… ყველაფერი ვასწავლე. ზოგჯერ მგონია, რომ ქართველია. ქართულად ვერ საუბრობს, თუმცა ესმის. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მაშინ ვხვდები, რომ შემიძლია, დილით ყავა დავლიო და ამოვისუნთქო. სულ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაცას ვაშავებ. ამერიკაში ძალიან ადრე ვდგები, ვამოწმებ პარტნიორების მეილებს, ევროპაში ხომ სხვა დროა, ამერიკაში კი სხვა“, - ამბობს ნუკი.



"როგორც სხვა დაკომპლექსებულ ადამიანს, მეც სულ მგონია, რომ აღარავის ვაინტერესებ, აღარ ვჭირდები" - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი საქართველოს შესახებ

"მერე რა, რომ 30-ს გადავაცილე, ცხოვრება ახლა იწყება" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

"როცა იჩხუბეთ, ჩემოდანი ჩაალაგე და მიდიხარ…სიყვარული სხვა კი არაფერია…" - ნუკი კოშკელიშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93