2011 წელს დაწყებული შაკირას და პიკეს სიყვარულის ისტორია დასრულდა. შაკირამ ახლახან სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა.
„გულისწყვეტით ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა შვილების კეთილდღეობა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს და პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს“, - აცხადებს შაკირა.
შაკირამ საყვარელი მამაკაცი სხვ ქალთან ერთად საწოლში „გამოიჭირა“. როგორც ესპანური გამოცემა El Periodico წერს, ისინი უკვე რამდენიმე კვირაა, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. როგორც ცნობილი გახდა, პიკემ შაკირას თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონას“ მოთამაშის დედასთან უღალატა.
ესპანური პრესის ცნობით, პიკე და შაკირა დაშორების შემდეგ შვილების მეურვეობაზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.
მომღერალს შვილებთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში, მაიამიში წასვლა სურს, სადაც ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ორი ძმა და მშობლები ჰყავს, ფეხბურთელი კი ამის წინააღმდეგია...გაგრძელება