ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.
ქეთი ხატიაშვილი და „ქართული ოცნების" დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. ისინი ერთად ვარჯიშობენ და ხშირად დასასვენებლადაც ერთად დადიან. ამჯერად კი ქეთი რჩეულთან ერთად აბასთუმნის ულამაზეს გარემოში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.