მოდელი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი „ინსტაგრამზე“ ვარდების ულამაზეს თაიგულს იღებს და ყვავილების გამომგზავნს საჯაროდ უხდის მადლობას.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნეკას შეყვარებული ჰყავს, თუმცა მასთან ერთად ფოტოებს იშვიათად დებს და სოციალურ ქსელებშიც ნაკლებად აჩენს. რაც შეეხება ნიკოლოზს, ის გერმანელ საცოლესთან ერთად უცხოეთში მოგზაურობს და ნეკასგან განსხვავებით, რომანტიკული კადრების გაზიარებას არ ერიდება.