ნინო ლეჟავასა და მიშიკო ზაქარიაშვილის ვაჟმა, ნიკუშამ იურისტი ნანიკო ლარცულიანი დანიშნა. როგორც ნინო „პრაიმტაიმს“ უყვება, ამ სიუპრიზის შესახებ იცოდა, თუმცა შვილის გეგმაში არ ჩარეულა:
“ნანიკოს დღეს აქვს დაბადების დღე და ღამის თორმეტს რომ გადაცდა, ნიკუშამ დანიშნა.
ვიცოდი, ამ სიურპრიზს რომ უმზადებდა. რაც შემეძლო გვერდში დავუდექი, ხელი შევუწყე. იქირავა კოტეჯი, ტორტითა და ბეჭდით „მიიტყუა“, თვალები დაახუჭინა და ხელის გულზე ბეჭედი დაუდო. იყო ტრადიციული შეკითხვა - გამომყვები თუ არა ცოლადო? სხვა მეტი არაფერი ვიცი, იქ არ ვყოფილვარ. დღეს ავურბენ და მივულოცავ” - ამბობს ნინო.
„მხოლოდ საქართველოში შეიძლება სამგან მუშაობდე, მაინც ვალი გქონდეს და მეოთხე სამსახურს ეძებდე“ - ნინო ლეჟავა
„რთულია, როცა მეგობრისგან ხედავ, შენს ქმარს როგორ ეფლირტავება; შევამჩნიე…რამხელა ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ მარტომ გავიარე ეს ყველაფერი…“ - ნინო ლეჟავა პირადი ცხოვრების შესახებ