2022 წლის ყველაზე განხილვად ქორწილამდე რძალი და დედამთილი განუყოფელნი იყვნენ, ახლა კი ერთმანეთთან ყოველგვარ კომუნიკაციას ერიდებიან.
ბოლო დროს ინტერნეტში აქტიურად განიხილება ვიქტორია ბექჰემისა და მისი რძლის ნიკოლას ურთიერთობა. ჯერ კიდევ ქორწილამდე პელცი ყველაფერს აკეთებდა, რათა დევიდის მეუღლე და Spice Girl-ის ყოფილი წევრი წვეულების დაგეგმვისგან მაქსიმალურად ჩამოეშორებინა, რაც, რა თქმა უნდა, ვიქტორიას არ მოეწონა. მოგვიანებით ნიკოლამ გაიგო რომ ბექჰემის ატელიე მისთვის საქორწინო კაბის შეკერვას ვერ მოახერხებდა და პატარძალს „ვალენტინოს“ კაბის მორგება მოუხდა.
მოგვიანებით ნიკოლამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვენა, რომელიც მისმა გამომწერებმა სწორედ ვიქტორიას დაუკავშირეს:
„ყველას აქვს დღეები, როცა ადამიანები ტკივილს აყენებენ. ეს ნორმალურია, რომ თავს ცუდად გრძნობ და ბრაზდები ამის გამო” - წერდა მაშინ პელცი.