“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის შესახებ საუბრობს:
“განა ის არ სჯერათ, რომ ქმარმა შეიძლება ჩაგარტყას, თავი მიგარტყმევინოს ან, თავზე წყალი დაგასხას, უფრო, არ ესმით – ეს როგორ ვერ უნდა მოითმინო,ამის გამო ხმა რატომ უნდა ამოიღო?
მთავარი პრეტენზიაა: რატომ არ მოითმინა ძალადობა, ასეთი მოუთმენელი რა იყო… რატომ უნდა გქონდეს ღირსება განა, ის ოჯახზე მნიშვნელოვანია? რატომ არ მოითმინე ბავშვის გამო? მისი კარიერის გამო? ტრადიციების გამო? ჩვენ თუ ვითმენთ?
და დარწმუნებული ვართ რომ გვესმის რა არის ღირსება? საკუთარი ცხოვრება? თვითშეფასება? არჩევანი? იქნებ ჩვენ თვითონ დაგვაფიქროს, სად რას ვითმენთ და გავიხსენოთ, სად გამოგვრჩა ჩვენი ღირსება, არჩევანი, ბედნიერება”, – წერს არგანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეო მტკიცებულებები წარადგინა და ისაუბრა, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან გამუდმებით ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.
"ასეთ სისულელეზე როგორ უნდა გავაკეთო კომენტარი?" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილის ჩვენების შემდეგ
"ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევაც - წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო" - რა თქვა ნეკა დოროყაშვილმა პროცესზე?
"მადლობა, ძვირფასო" - ნახეთ, ვის უხდის მადლობას ნეკა დოროყაშვილი ულამაზესი ვარდების თაიგულისთვის