ფრანგი კინოვარსკვლავი ვენსან კასელი თინა კუნაკზე 2018 წლის აგვისტოში დაქორწინდა. მანამდე იგი ქორწინებაში მონიკა ბელუჩისთან იმყოფებოდა, რომელსაც 2013 წელს დაშორდა და საერთო ქორწინებიდან 2 შვილი, დევა და ლეონი ჰყავს.
ვენსანისა და ტინას ურთიერთობა ძალიან მალე იქცა ტაბლოიდების განხილვის თემად. ხალხი მოდელს მონიკას ადარებდა და მის მიმართ აგრესიულ კომენტარებს ხშირად წერდა. ვენსან კასელი და თინა კუნაკი ამჯერად ,,ვენეციის კინოფესტივალს” ესწრებიან. მეუღლეები ვენეციაში მაშინ გადაიღეს, როცა ისინი სანაპიროზე სეირნობდნენ. თინა კუნაკი ბრწყინავდა „ემილიო პუჩის“ მიერ შექმნილ კაბაში, რომელიც 70-იანი წლების სტილში იყო შექმნილი. რაც შეეხება ვენსან კასელს, მას ჯინსები და თეთრი ჟაკეტი ეცვა, ანსამბლს კი ბერეტი ასრულებდა.
ასევე, ტაბლოიდები ბევრს წერენ წყვილის შესაძლო განქორწინების შესახებაც.