ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სასცენო წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უცვლელი მონაწილეები არიან და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ.
მათ მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსშიც აქვთ მიღებული და ამ ხნის მანძილზე უამრავი ჯილდოც დაიმსახურეს. წყვილს საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით „Oto & Juliana Project”, სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან.
ოთოსა და ჯულიანას ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის განხილვის საგანი.
საზოგადოებრივი ინტერესის შესახებ ცოტა ხნის წინ თავად ჯულიანამაც ისაუბრა:
"ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჩვენზე, არა მხოლოდ ჩემსა და ოთოზე, ცალკე ჩემზე და ცალკე ოთოზეც ბევრს ლაპარაკობენ. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, რადგან ხშირ შემთხვევაში ხალხისგან ძალიან პოზიტიურ ემოციებს ვიღებთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია ჩვენთვის, რომელიც გვეუბნება, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. რაც შეეხება ჩვენს პირად ცხოვრებას, არც მე და არც ოთო მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ და ეს აქტიურობა და ინტერესი ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს. გააზრებული გვაქვს, რომ როცა ცნობილი სახე ხარ, ბუნებრივია, ამ თუ სხვა მიზეზით შენზე ისაუბრებენ" - აღნიშნა მოცეკვავემ.