ბლეიკ ლაივლიმ ორსულობის შესახებ გამოაცხადა: ვარსკვლავი ნიუ-იორკში Forbes Women in Power Summit-ის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა მომრგვალებული მუცლითა და ულამაზესი კაბით. გაირკვა, რომ მსახიობი და მისი მეუღლე, მსახიობი რაიან რეინოლდსი, მეოთხე ბავშვს ელოდებიან.
ბლეიკი და რაიანი 2012 წლიდან ერთად არიან. მათ 3 საერთო შვილი ჰყავთ და იმდენად ჰარმონიული ურთიერთობა, რომ წყვილს ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოსაც კი უწოდებენ.
ბლეიკი ფეხმძიმობას თვეების განმავლობაში მალავდა, რათა მედიისა და პაპარაცების ყურადღება აეცილებინა თავიდან.