ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობდა, სადაც დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ გაიცნო ლიზა ჩიჩუა და როგორ აეწყო შემდეგ მათი ურთიერთობა:
„ჩემი და ლიზას ურთიერთობის შესახებ სიამაყით ვსაუბრობ ხოლმე. ადრე გოგოს ყვავილსაც ვერ ვაჩუქებდი, დისკომფორტს განვიცდიდი და ახლა შეიძლება 50 ბუშტით დამინახო და ყვავილით.
პირველად ლიზას შესახებ გავიგე ჩემი უახლოესი მეგობრის ოჯახისგან, რომელმაც Facebook-ზე მაჩვენა ლიზას ფოტო. ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ადამიანია-მეთქი. პერიოდულად ვათვალიერებდი სოციალურ ქსელში, მაგრამ კონტაქტზე არ გავდიოდი.
შემდეგ მოხდა ისე, რომ ბათუმში ვიყავი. გადაღების დასრულების შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ. როდესაც შევედით, ძალიან ბევრი ადამიანი იყო და სანამ მაგიდას გვიწყობდნენ, რომ დავმსხდარიყავით, დაახლოებით 10 მეტრში დავინახე, დგას მშვენიერი, გაღიმებული ლიზა, კარგ ხასიათზე, ცეკვავს და გავშეშდი. პირველი მომენტი იყო, რომ ცოტა ხანს იმ სივრცეში დავიკარგე. ვხედავდი მხოლოდ ლიზას და ვიდექი მხოლოდ მე. ლიზა ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
როდესაც ლიზას ვუყურებდი, მივხვდი, რომ ის არის ის ერთადერთი. მთელი ღამე ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მიმეწერა და ბოლოს მივწერე: „ძალიან საყვარელი ლიზიკო“.
საბედნიეროდ, ისე გამოვიდა, რომ ეს კონტაქტი შედგა და ვიყავი 15-16 წლის ბიჭივით აჟიტირებული და აბსოლუტურად სხვა ირაკლი” - აღნიშნა ირაკლი მაქაცარიამ.
<div>
</div>