„ლეონარდო ჯიჯით არის გატაცებული“ - როგორ მოიგო ჯიჯი ჰადიდმა ყველასთვის საოცნებო მამაკაცის გული

„ლეონარდო ჯიჯით არის გატაცებული“ - როგორ მოიგო ჯიჯი ჰადიდმა ყველასთვის საოცნებო მამაკაცის გული
ტაბლოიდური გამოცემები წერენ, რომ 47 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო 27 წლის ტოპ-მოდელით, ჯიჯი ჰადიდით აღფრთოვანებულია. „ოსკარის" მფლობელი სულ უფრო მეტ დროს ატარებს ნიუ-იორკში, სადაც მოდელი ცხოვრობს, რათა უკეთ გაიცნოს ის“ - განუცხადა წყარომ Daily mail-ს. მსახიობის თქმით, ჯიჯი „მისი ტიპია“ და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოხდენილი ქერას გული მოიგოს. დიკაპრიოსა და ჰადიდზე ჭორები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ისინი მთელი საღამო მანჰეტენზე გამართულ წვეულებაზე ერთად იყვნენ. ლეონარდო და ჯიჯი ხმაურსა და ხალხმრავლობას ყურადღებას არ
აქცევდნენ და მშვიდად საუბრობდნენ.



„მათ მოსწონთ ერთმანეთი და ერთად კარგად ატარებენ დროს. ლეონარდო ჯიჯით არის გატაცებული. ლეო და ჯიჯი ერთ წრეში ტრიალებენ და ხშირად ხვდებიან ერთმანეთს წვეულებებზე, კლუბებსა და რესტორნებში. ისეთი ჭკვიანი და წარმატებული გოგონა, როგორიც ჰადიდია, ლეოსთვის შესანიშნავი კომპანიონი იქნებოდა“, - განუცხადა წყარომ Daily Mail-ს.

თავად ჯიჯი დიკაპრიოსთან რომანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93