„ძალიან მიჭირს მამაკაცთან ურთიერთობები, ძალიან კომპლექსიანი ვარ...“ - ბაბი კირკიტაძე პირადი ცხოვრების შესახებ

„ძალიან მიჭირს მამაკაცთან ურთიერთობები, ძალიან კომპლექსიანი ვარ...“ - ბაბი კირკიტაძე პირადი ცხოვრების შესახებ
მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა:

„როგორ ქმარს ვისურვებდი? გოგონებს რომ ვუსმენდი, ურთიერთობას სწავლა უნდაო, ამბობდნენ, მე აღმოვაჩინე, რომ საოცრად კომპლექსიანი ვარ და ძალიან მიჭირს მამაკაცთან ურთიერთობები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აღზრდიდან მოდის. შეიძლება არც კი მომეწონოს, რადგან მერიდება, თუ მომეწონება, არ მივწერ, მოწონებისას აუცილებლად შემატყობთ, რადგან გავწითლდები. ცოტა ღრმა კომპლექსებია. ერთადერთი ურთიერთობა მქონდა, რომლის დასრულების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არასწორად ვიქცეოდი. ძალიან ბევრი რამ არ მცოდნია. რაც შეეხება უშუალოდ მამაკაცს, ყველა ქალბატონს უნდა მზრუნველი,
ყურადღებიანი, მისთვის განსაკუთრებული მამაკაცი, იუმორიც რომ აქვს. გარეგნობას რაც შეეხება, არ მომწონებია ფიზიკურად მამაკაცი, არ ჯდებოდა ჩემს კრიტერიუმებში, მერე საუბართან ერთად, მომწონებია გარეგნობაც. ოჯახს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და მივხვდი, რომ ეს ასეა. იმ ინდივიდს ოჯახი ქმნის და ამიტომ აქვს ოჯახს მნიშვნელობა. მთავარი, რაც აღმოვაჩინე, რომ ურთიერთობაში მთავარია, მე უნდა მომწონდეს ჩემი თავი იმ მამაკაცის გვერდით…“ - აღნიშნა მან.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ქეთა
ფერიასავით გოგო ხარ, რატომ გაქვს კომპლექსი? ეტყობა თვიშეფასება გაქვს დაბალი, უნდა იამაყო ასეთი მშვენიერი რომ ხარ, (ამპარტავანი კიარა????) ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ დააჯერე შენი თავი და ყველაფერი კარგად იქნება.
18:56 / 29-09-2022
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ძალიან საყვარელი დალამაზი ხარ. იმედია მეორე ნახევარსაც შესაფერის დაუკავშირებ. მარად ბედნიერებას გისურვებ. იმსახურებ????????
21:11 / 27-09-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93