„ცივი ომი რძალ-დედამთილს შორის“ - ვიქტორია ბექჰემი ვერ ხვდება, რატომ ავრცელებს მისი რძალი ჭორებს

„ცივი ომი რძალ-დედამთილს შორის“ - ვიქტორია ბექჰემი ვერ ხვდება, რატომ ავრცელებს მისი რძალი ჭორებს
რძალ-დედამთილის „ცივი ომი“ მოულოდნელ განვითარებას იძენს. ბექჰემების მილიარდერი რძალი, ნიკოლა პელტცი გამოცემა Grazia-ს ინტერვიუში დედამთილზე ღიად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ვიქტორია მას ქორწილისთვის სამზადისის პროცესში იგნორს უკეთებდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი გამოცემა The Sun-მა ინფორმაცია გააჟღერა, როგორც ირკვევა, ვიქტორია ბექჰემი რძალზე გაცეცხლებულია და აინტერესებს, რატომ ავრცელებს ის უსაფუძვლო ჭორებს.

„ვიქტორია და დევიდი ცდილობდნენ რძალთან ურთიერთობის დალაგებას. მათ სურდათ, უფროს ვაჟთან და ახლად შეძენილ რძალთან უფრო მეტი დრო გაეტარებინათ. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბრუკლინი პრაქტიკულად
ცოლის მშობლებთან უფრო ცხოვრობს, ვიდრე მათთან“, – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემას.

დაველოდოთ „პასუხის პასუხს“, მანამდე კი გეტყვით, რომ ტაბლოიდების ცნობით, ნიკოლასა და ვიქტორიას შორის „შავმა კატამ“ საქორწინო კაბის არჩევის პროცესში გადაირბინა. პატარძალს ვიქტორიას მოდის სახლი მიერ შეკერილი კაბა უნდა მოირგო, საბოლოოდ კი ნიკოლამ ბრუკლინ ბექჰემზე „ვალენეტნოს“ კაბით იქორწინა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93