ჰეილი ბიბერის პირველი კომენტარი სელენა გომესის შესახებ - ჰქონდა თუ არა მოდელს ურთიერთობა ჯასტინ ბიბერთან მაშინ, როცა ის სელენა გომესს ხვდებოდა

ჰეილი ბიბერის პირველი კომენტარი სელენა გომესის შესახებ - ჰქონდა თუ არა მოდელს ურთიერთობა ჯასტინ ბიბერთან მაშინ, როცა ის სელენა გომესს ხვდებოდა
პოდკასტის "Call Her Daddy" სტუმრობისას წარმატებულმა მოდელმა, ჰეილი ბიბერმა მეუღლესთან, მუსიკოს ჯანსტინ ბიბერთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. ჯასტინის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ მისი და სელენა გომესის რომანის დეტალები. თინეიჯერი წყვილი წლების წინ დიდი პოპულარობოთ სარგებლობდა. მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავდათ, რომლებიც სელენასა და ჯასტინის დაშორების შემდეგ, დღემდე ცდილობენ გაარკვიონ, იყო თუ არა ეგ გადაწყვეტილება ჯასტინის ცხოვრებაში ჰეილის გამოჩენის ბრალი. სხვადასხვა სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, "წაართვა" თუ არა ჯასტინი სელენას ჰეილი ბიბერმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯასტინ და ჰეილი ბიბერებმა 2018 წელს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი, ერთი წლის შემდეგ კი ქრისტიანული ცერემონიაც ჩაატარეს და მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, კალიფორნიაში, Montage Palmetto Bluff-ში, მზის ჩასვლის ფონზე გადასცეს ერთმანეთს Tiffany-ს საქორწილო ბეჭდები.

ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყო ჯასტინისა და ჰეილის სასიყვარულო ურთიერთობა, რადგან რომანამდე მათ ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდათ. პირველი საერთო ფოტო 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც ჰეილი მამასთან ერთად Never Say Never-ის პრემიერაზე იმყოფებოდა. ჯასტინ ბიბერი და გომესი კი საჯაროდ ხვდებოდნენ ერთმანეთს 2010 წლიდან 2017 წლამდე.
2015 წელს წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში დილაადრიან დააფიქსირეს. 2016 წელს მათი გზები გაიყარა, თუმცა ურთიერთობა 2 წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში აღადგინეს. ყველაფერი საოცარი სისწრაფით განვითარდა და ბაჰამის კუნძულებზე ნიშნობის შემდეგ, წყვილმა საიდუმლოდ მოაწერა ხელი.

ამჯერად ჰეილი ბიბერმა ალექს კუპერის კითხვაზე, დააშორა თუ არა მან ჯასტინი და სელენა, მტკიცე უარი განაცხადა.
"როცა მე და ჯასტინმა ურთიერთობა დავიწყეთ, ის სხვას არავის ხვდებოდა. მე ამას არასდროს გავაკეთებდი" -აღნიშნა ჰეილი ბიბერმა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93