„ხვიჩას საცოლე გავიცანი, სადედამთილოსთან ერთად შემხვდა... ძალიან ლამაზი და ინტელექტუალი გოგონაა“ - რას ჰყვებიან ხვიჩა კვარაცხელიასა და მის ოჯახზე ფეხბურთელის მასწავლებლები

„ხვიჩას საცოლე გავიცანი, სადედამთილოსთან ერთად შემხვდა... ძალიან ლამაზი და ინტელექტუალი გოგონაა“ - რას ჰყვებიან ხვიჩა კვარაცხელიასა და მის ოჯახზე ფეხბურთელის მასწავლებლები

"ენერ­გი­უ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, სხარ­ტი, კე­თი­ლი, გო­ნი­ე­რი, თავ­მდა­ბა­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, უბ­რა­ლო­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი"... - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ 169-ე სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას. იმ პა­ტა­რა ბი­ჭით, სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში ბურ­თით რომ დარ­ბო­და, დღეს არა მხო­ლოდ მშობ­ლი­უ­რი სკო­ლა, სამ­შობ­ლოც ამა­ყობს, ამ სტა­ტი­ით კი სულ სხვაგ­ვარ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­გაც­ნობთ.

მა­ნა­ნა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, პე­და­გო­გი:

- ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი გახ­ლა­ვართ. მე-5 კლას­ში იყო ხვი­ჩა, რო­დე­საც მის კლას­ში შე­ვე­დი და სკო­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე ამ კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი. ერ­თად 8 წელი გა­ვა­ტა­რეთ.

- ბავ­შვო­ბა­ში ხვი­ჩა რო­გო­რი იყო, რა თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და?

- ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი,

ნი­ჭი­ე­რი, გო­ნი­ე­რი, ყო­ველ­თვის სწრა­ფი აზ­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. რომ გი­თხრათ, ხელ­ში სულ წიგ­ნი ეჭი­რა და ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და-მეთ­ქი, მარ­თა­ლი არ ვიქ­ნე­ბი. ხვი­ჩა სტა­დი­ონ­ზე ბევრ დროს ატა­რებ­და, სულ ვარ­ჯი­შობ­და, მაგ­რამ როცა გაკ­ვე­თილ­ზე იყო, კარ­გად მოს­მე­ნა იცო­და, ახ­სნილ­საც ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რებ­და. XI კლას­ში რომ იყო, 4 სა­გან­ში გა­მოც­და უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. ხვი­ჩა ამ დროს უკვე ყა­ზა­ნის "რუ­ბინ­ში" თა­მა­შობ­და და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მის­თვის გა­მოც­დე­ბი რო­გო­რი რთუ­ლი ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. სკო­ლა­ში ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი დი­რექ­ცია გვყავს. ხვი­ჩას ყო­ველ­თვის ვუ­წყობ­დით ხელს. მა­ნამ­დე ექ­სტერ­ნი გა­მოც­დე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ მიკ­ვირს, ბიჭ­მა, რო­მე­ლიც სულ სტა­დი­ონ­ზე იყო, რო­გორ ჩა­ა­ბა­რა ფი­ზი­კი­სა და ქი­მი­ის გა­მოც­დე­ბი, როცა მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი წელი ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ და ამ საგ­ნებს ბევრ დროს უთ­მობ­დნენ, გა­მოც­დი­დან ატი­რე­ბუ­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ. ხვი­ჩა ყო­ვე­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას გა­ღი­მე­ბუ­ლი მა­ხა­რებ­და, "ჩა­ვა­ბა­რე, მასწ!" მისი გო­ნი­ე­რე­ბა და სწრა­ფი აზ­როვ­ნე­ბა მო­ე­დან­ზეც კარ­გად ჩანს. ხომ გი­ნა­ხავთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ სი­კე­თით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან? ხვი­ჩა თბი­ლი, ძა­ლი­ან კე­თი­ლი და უხვი ადა­მი­ა­ნია.

- ამის თქმის სა­ფუძ­ველს რა გაძ­ლევთ?

- არა მხო­ლოდ ხვი­ჩა, მთე­ლი ოჯა­ხი ასე­თია. სხვა­თა შო­რის, მის ძმას, თორ­ნი­კე­საც მე ვას­წავ­ლი. მა­საც დიდი ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში უნდა, გაკ­ვე­თი­ლებს ამ მი­ზე­ზით ხში­რად აც­დენს, მაგ­რამ როცა სკო­ლა­ში მო­დის, იგ­რძნო­ბა, რომ ძმა­სა­ვით ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რია. როცა გაკ­ვე­თილ­ზეა, ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბით მის­მენს.

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ოჯა­ხი წარ­მო­შო­ბით წა­ლენ­ჯი­ხი­და­ნაა. ხვი­ჩა ჩა­ვი­და წა­ლენ­ჯი­ხა­ში და იქ მცხოვ­რებ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებს და­ეხ­მა­რა. თუ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, თითო ოჯახს 500 ლარი გა­დას­ცა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ ხვი­ჩა უბ­რა­ლო­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია. ჩვენ ერთ უბან­ში ვცხოვ­რობთ, სკო­ლაც აქ­ვეა, კლა­სე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც მე­ზო­ბე­ლია და როცა თბი­ლის­ში ჩა­მო­დის, ხვი­ჩა მათ ურე­კავს, იკ­რი­ბე­ბი­ან სკვერ­ში და სა­უბ­რო­ბენ. ერთ კლა­სელს სო­ფე­ლი აქვს ხა­რა­გა­ულ­ში, იქაც ერ­თად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­თან მუდ­მი­ვად აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ხვი­ჩას კლა­სი ყო­ველ­თვის მე­გობ­რუ­ლი იყო. ეს ნა­წი­ლობრივ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, ბავ­შვე­ბი სულ დამ­ყავ­და ექ­სკურ­სი­ებ­ზე, თე­ატ­რებ­ში... მო­ზარ­დებს გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ, იქ ერ­თმა­ნეთს სხვაგ­ვა­რად ეჩ­ვე­ვი­ან, ერ­თად მღე­რი­ან, ცეკ­ვა­ვენ, ილ­ხე­ნენ... მე­ტად უმე­გობ­რდე­ბი­ან...

სკო­ლა რომ და­ას­რუ­ლეს, მე­ო­რე წელს მთე­ლი კლა­სი და მათ­თან ერ­თად მეც, ხვი­ჩამ რეს­ტო­რან­ში დაგვპა­ტი­ჟა, ღირ­სე­უ­ლად გვი­მას­პინ­ძლა. გა­და­მა­ტე­ბულ ნათ­ქვა­მად არ მი­ი­ღოთ, ხვი­ჩას­ნა­ირ პი­როვ­ნე­ბას დღეს ძნე­ლად თუ შეხ­ვდე­ბით, ნაკლს ვერ უნა­ხავთ.

- არას­დროს გა­უბ­რა­ზე­ბი­ხართ?

- არა.

- ერთი შემ­თხვე­ვაც კი არ გახ­სენ­დე­ბათ?

- ნამ­დვი­ლად არ მახ­სენ­დე­ბა, არ გა­ვუბ­რა­ზე­ბი­ვარ და ხომ ვერ მო­ვი­გო­ნებ?! თა­ვის დრო­ზე კი ვე­უბ­ნე­ბო­დი, გაკ­ვე­თი­ლებს ნუ აც­დენ-მეთ­ქი, მაგ­რამ მშობ­ლის­გან ვი­ცო­დი, რომ გაც­დე­ნის სა­პა­ტიო მი­ზე­ზი ჰქონ­და. ინ­ტენ­სი­უ­რი გაც­დე­ნე­ბი ბოლო წლებ­ში და­ი­წყო, თო­რემ თა­ვი­დან გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­დი­ო­და, შემ­დეგ კი სკო­ლაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს უწყობ­და, მისი წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას ძა­ლი­ან გვა­ხა­რებ­და. ხომ არი­ან კლა­სე­ბი, ბავ­შვე­ბი სკო­ლას რომ ას­რუ­ლე­ბენ, ერ­თმა­ნეთ­საც შორ­დე­ბი­ან. ხვი­ჩას კლა­სი ასე არ არის. იტა­ლი­ა­ში რომ მი­დი­ო­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, იმ ვი­დე­ო­ში გვერ­დით კლა­სე­ლე­ბი ჰყავ­და.

- დღეს, რო­დე­საც ხვი­ჩას შე­სა­ხებ მთე­ლი ევ­რო­პა ლა­პა­რა­კობს, თქვენ რა გან­ცდა გაქვთ?

- მოს­წავ­ლემ, რო­მელ­საც მე ვას­წავ­ლი­დი, რა­ღაც ცუდი თუ ჩა­ი­დი­ნა, გან­ვიც­დი. ვფიქ­რობ, რა­ღაც მე და­ვა­კე­ლი, რა­ღაც ოჯახ­მა, რა­ღაც სხვა პე­და­გოგ­მა და ალ­ბათ ეს ბავ­შვი ასე­თი ამი­ტომ გა­მო­ვი­და-მეთ­ქი. რო­დე­საც ჩემი მოს­წავ­ლე წარ­მა­ტე­ბუ­ლია და ამას­თან, ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქეა, რა თქმა უნდა, ამით ვა­მა­ყობ, ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თმა­ნეთს ხში­რად ეხ­მი­ა­ნე­ბით?

- ერ­თმა­ნეთს ძი­რი­თა­დად მე­სენ­ჯერ­ში ვწერთ. ერთხელ სტა­ტუს­ზე კო­მენ­ტა­რი და­ვუ­ტო­ვე, - ხვი­ჩა მხო­ლოდ ეგ არ გიშ­ვე­ლის, იმე­ცა­დი­ნე-მეთ­ქი, მაგ­რამ და­მა­ვი­წყდა, ამ ტექ­სტის­თვის ღი­მი­ლის სმა­ი­ლიც მი­მე­ყო­ლე­ბი­ნა. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ვერ მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, 21 წლის ბიჭს გაკ­ვე­თი­ლე­ბის სწავ­ლას სე­რი­ო­ზუ­ლად რომ არ მოვ­თხოვ­დი. ეს იყო ხუმ­რო­ბა, რო­მე­ლიც სწო­რად ვერ გა­ი­გეს. გა­უ­გე­ბა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი და­ი­წე­რა, მერე მი­რე­კავ­დნენ, არ გაბ­რაზ­დეო. რაზე უნდა გავ­ბრაზ­დე, მე­ცი­ნე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი გამ­ხა­დეს-მეთ­ქი (იცი­ნის).

- ცნო­ბი­ლი ხვი­ჩამ გაგ­ხა­დათ...

- მიხ­ვდა, ჩემს მას­წავ­ლე­ბელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მთლად კარ­გად არ ექ­ცე­ვაო და თა­ვად და­წე­რა: თქვენ, მა­ნა­ნა მასწ, იმ­დე­ნი მას­წავ­ლეთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ყო­ფაო. ამის შემ­დეგ ხალ­ხიც ჩა­ჩუმ­და. სხვა­თა შო­რის, ამ სტა­ტუს­ზე ბევ­რი კარ­გი კო­მენ­ტა­რიც და­ი­წე­რა. გა­ვი­გე, ახ­ლობ­ლებს რო­გორ ვყვა­რე­ბი­ვარ და ეს მე­სი­ა­მოვ­ნა.

- ხვი­ჩას სა­ცო­ლე ჰყავს, მის რჩე­ულს იც­ნობთ?

- ხვი­ჩას სა­ცო­ლე ახ­ლა­ხან გა­ვი­ცა­ნი, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, უბან­ში სა­დე­დამ­თი­ლოს­თან ერ­თად შემ­ხვდა. მა­კას (ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა) ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ, გვერ­დიგ­ვერდ კორ­პუ­სებ­ში ვცხოვ­რობთ, ერ­თმა­ნეთს მა­ღა­ზი­ა­შიც ხში­რად ვხვდე­ბით. მა­კამ გო­გო­ნა გა­მაც­ნო, ხვი­ჩას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­აო. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, "სვეც­კი" გო­გო­ნაა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ჩანს, კარ­გად აღ­ზრდი­ლი. ხვი­ჩა ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, რომ გვერ­დით ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დეს.

სხვა­თა შო­რის, ხვი­ჩას ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე: იცო­დე, შენ ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში მე გას­წავ­ლე-მეთ­ქი. პა­ტა­რა რომ იყო, სკო­ლა­ში ბურ­თი მოჰ­ქონ­და, შეს­ვე­ნე­ბა­ზე დე­რე­ფან­ში ათა­მა­შებ­და. კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და შეს­ვე­ნე­ბა­ზე კლასს უყუ­რა­დღე­ბოდ არ ვტო­ვებ­დი. ხვი­ჩა მის­კენ მი­მა­ვალს რომ და­მი­ნა­ხავ­და, ბურთს ჩემ­კენ აგო­რებ­და, თან მე­ძახ­და, - "და­არ­ტყით, მასწ!" ასე ვთა­მა­შობ­დით (იცი­ნის). სხვა ბავ­შვე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი გვი­ყუ­რებ­დნენ, მათ დამ­რი­გე­ბე­ლი ფეხ­ბურთს არ ეთა­მა­შე­ბო­და. სა­ნამ გაკ­ვე­თილ­ზე შეს­ვლის ზარი და­ი­რე­კე­ბო­და, ვთა­მა­შობ­დით. თავს მა­ტყუ­ე­ბი­ნებ­და, ვი­თომ რამე შე­მეძ­ლო და თან მა­გუ­ლი­ა­ნებ­და: "მი­დით, მასწ, და­არ­ტყით!"

- რას ეტყვით ხვი­ჩას ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლე­ბი­დან?

- ხვი­ჩა, სულ წარ­მა­ტე­ბას და წინსვლას გი­სურ­ვებ. დარ­ჩი ისე­თი­ვე კარ­გი ბიჭი და კარ­გი მო­ქა­ლა­ქე, რო­გო­რიც ახლა ხარ. მინ­და გყავ­დეს კარ­გი ოჯა­ხი და ბევ­რი ისე­თი­ვე კარ­გი შვი­ლი, რო­გო­რიც თა­ვად ხარ. შენი სამ­შობ­ლო გიყ­ვარ­დეს და მას­ზე იზ­რუ­ნე!

მა­მუ­კა ზან­გა­ლა­ძე, პე­და­გო­გი:

- 169-ე სკო­ლა­ში სპორ­ტის პე­და­გო­გად ვმუ­შა­ობ­დი. ხვი­ჩას VI კლა­სი­დან ვას­წავ­ლი­დი. ფეხ­ბურთზე უკვე და­დი­ო­და, მისი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დამ­რჩე­ნია და სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ასე თუ გა­აგ­რძე­ლებ, იცო­დე, შენ დიდ ფეხ­ბურთს ითა­მა­შებ-მეთ­ქი. გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შვებს ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ რომ გავ­ყოფ­დი, ყვე­ლას ხვი­ჩას გუნდში უნ­დო­და მოხ­ვედ­რა, რად­გან მო­გე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბოდ­ნენ. ამი­ტომ გული რომ არ დას­წყვე­ტო­დათ, ბი­ჭებს სი­მაღ­ლის მი­ხედ­ვით ვა­ყე­ნებ­დი და ისე ვა­ნა­წი­ლებ­დი. თა­ვი­სუ­ფა­ლი რამ­დე­ნი­მე წუთი თუ დაგ­ვრჩე­ბო­და, ხვი­ჩა მო­ირ­ბენ­და და მე­ტყო­და: მას­წავ­ლე­ბე­ლო, ბურ­თი მა­თხო­ვეთ, თუ შე­იძ­ლე­ბაო. გა­ვი­დო­და მო­ე­დან­ზე და იმ ილე­თებს ხვე­წდა, თა­ვის მწვრთნე­ლი რა და­ვა­ლე­ბებ­საც აძ­ლევ­და. სულ ბურ­თით და­დი­ო­და. მგო­ნი, სა­წოლ­შიც ბურ­თით იძი­ნებ­და. მო­ე­დან­ზე, სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში, სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში ყველ­გან ბურ­თის ათა­მა­შებ­და.

წაიკითხეთ სრულად

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მზია
გენაცვალე ხვიჩა ასე გააგრძელე უფალი გფარავდეს.
13:25 / 16-10-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93