ხვიჩა კვარაცხელია არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სპორტსმენია. ის წარმატებული თამაშებით ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ახარებს გულშემატკივართა აურაცხელ არმიას, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია - ეს ხვიჩას შეყვარებული ნიცა თავაძეა.
ნიცა შეყვარებულის თამაშებს იტალიაშიც ხშირად ესწრება, თუმცა ამჯერად „კურიერი p.s-ის“ კამერამ ერთ-ერთ კინოთეატრში, სხვა გულშემატკივრებთან ერთად დააფიქსირა. ნიცა თავაძე კლუბში ხვიჩას თამაშს მეგობართან ერთად ადევნებდა თვალს და მილოცვისთვის მადლობა გადაიხადა.