ანა ნაცვლიშვილი ცნობილი მშობლების, ნინა ცქიტიშვილისა და ვახო ნაცვლიშვილის ქალიშვილია. დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში ანაც წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მას დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ. საზოგადოება ანას რჩეულს, სანდრო ჩიჩუასაც კარგად იცნობს, რადგან ის ასევე ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ვაჟია.
ამჯერად წყვილი რომანტიკულ კადრებს ანას დაბადების დღის წვეულებიდან აქვეყნებს. ანამ დაბადების დღე მეგობრებისა და ახლობლების წრეში აღნიშნა, სადაც ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარიაც იმყოფებოდნენ.