სამეჯლისო სპორტული ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავე მზია ორველაშვილი, რომელმაც ხალხს თავი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ დაამახსოვრა, ჟურნალ "სარკესთან" საკუთარი პროფესიისა და საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ საუბრობს. როგორც მზია ამბობს, ის ხშირად გაუკიცხავთ წონის გამო:
„ხშირად ყოფილა ჩემი გამოსვლის შემდეგ კომენტარები, რამსისქეა, ცეკვისთვის უკვე ბებერია და რატომ ცეკვავსო. არადა, ცხოვრებაში რომ მხვდებიან, ხშირად უთქვამთ, 20-21 წლისას ჰგავხართ და ეკრანზე როგორ ასაკიანად გამოიყურებითო“, - ამბობს მზია ორველაშვილი.