სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შაკირა და პიკე სკანდალურად დაშორდნენ. შაკირამ ყოფილი ქმარი ღალატში დაადანაშაულა, რის შესახებაც უცხოურმა მედიამ არაერთი სტატია გამოაქვეყნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ისიც, რომ სტრესის ფონზე მომღერალს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
ცოტა ხნის წინ შაკირამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მამა რეაბილიტაციის კურსისათვის ბარსელონის კლინიკაში მოათავსეს. კოლუმბიელმა არტისტმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ის 91 წლის მამას ფიზიოთერაპიის კურსის გავლაში ეხმარება და მამას თავად, საკუთარი ხელით ავარჯიშებს.
„ცხოვრება - ეს ისაა, რაც კლინიკაში ვიზიტებსა და ჰელოუინის შუალედში ხდება“, – ასე დაასათაურა ემოციური ვიდეო შაკირამ.
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში ყოფილი სიმამრის მოსანახულებლად ჟერარ პიკეც მივიდა. აღნიშნული ინფორმაცია შაკირას დედამ ჟურნალისტებთან დაადასტურა.
„ჩვენ ჯერ კიდევ ოჯახი ვართ“ – განაცხადა მან.